თეზაურუსიc

Clipper Chip

ტექნიკურ ჟარგონზე ეს არის "მკრეჭავი" ჩიპი, მიკროჩიპი, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში კიდევ რამდენიმე კონოტაციით არის ცნობილი: "ჯაშუში კომპიუტერში" და "მთვლემარე პოლიციელი ინფორმაციის ტრასაზე". 1990–იან წლებში შეერთებული შტატების საზოგადოება შიშობდა, რომ ამგვარი ჩიპის ჩადგმა სავალდებულო ელემენტად იქცეოდა შეერთებულ შტატებში წარმოებული ან გაყიდული ყველა კომპიუტერისთვის, რაც საშუალებას მისცემდა სამთავრობო სააგენტოებს, "უკანა კარიდან"ეთავალთვალათ, რა მონაცემები შედიოდა პერსონალურ კომპიუტერში და რა მონაცემები გადიოდა მისგან. ამიტომ ინტერნეტის მომხმარებლებმა საპროტესტო კამპანია წამოიწყეს "მკრეჭავი ჩიპის" წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, დროებით დათმობებზე წასულიყო. მაგრამ 1996 წლის თებერვალში კლინტონმა ხელი მოაწერა აქტს ტელეკომუნიკაციების შესახებ, რომლის ძალითაც ყველა ტელევიზორში, რომლის ეკრანის სიგანეც 13 ინჩს აღემატებოდა, ჩადგმული უნდა ყოფილიყო V-ჩიპი (ძალადობის (violence) დამჭერი ჩიპი). იმავე წლის იმავე თვეში ევროპარლამენტმა იმავე ღონისძიება გაატარა – დირექტივა "ტელევიზია საზღვრებს გარეშე" ავალდებულებდა ყველა მწარმოებელს, დილერსა და მომხმარებელს, რომ ევროპაში გაყიდულ ყველა ტელევიზორს ჰქონოდა V-ჩიპი

კომენტარები: