თეზაურუსიc

Closure

დახშვა, დახურვა, დაკეტვა. კომუნიკაციის პროცესში დახშვის ფენომენი მაშინ იჩენს თავს, როცა ამ პროცესის ერთ–ერთი მონაწილე, როგორც წესი, ინფორმაციის მიმღები, ადუნებს ყურადღებას ან საერთოდ უყურადღებო ხდება და ამით მისკენ მიმართულ შეტყობინებას ისხლეტს. დახშვის მიზეზი შეიძლება იყოს: თავად შეტყობინების მიუღებლობა; იგი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მიმღების დამოკიდებულებებს, რწმენებსა და ღირებულებებს; ეს აგრეთვე შეიძლება იყოს "უხერხული სიმართლე", რომელიც მიმღებში დისონანსის განცდას აღძრავს.

კომენტარები: