ორგანიზაციაc

CNN

სი-ენ-ენ-ი. აბრევიატურა ინგლისური Cable News Network-დან (საკაბელო ახალი ამბების ქსელი). სამაუწყებლო ქსელი 1980 წელს დააფუძნა ცნობილმა ამერიკელმა მედიამაგნატმა და ქველმოქმედმა ტედ ტერნერმა. ეთერში გაშვების დღიდან სი-ენ-ენ-ი იქცა პირველ არხად, რომელიც უზრუნველყოფდა უწყვეტ 24-საათიან მაუწყებლობას და პირველ საინფორმაციო არხად შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ სი-ენ-ენ-ს მრავალი ფილიალი აქვს, არხი ოთხი ძირითადი სტუდიიდან მაუწყებლობს: ატლანტაში მდებარე "სი-ენ-ენ-ის ცენტრიდან", ნიუ-იორკში განთავსებული "ტაიმ უორნერ ცენტრიდან" და ვაშინგტონისა და ლოს ანჯელესის სტუდიებიდან. სი-ენ-ენ-ის მფლობელი მისი მშობელი კომპანია "ტაიმ უორნერია", სტრუქტურულად საინფორმაციო ქსელი წარმოადგენს "ტერნერ ბროდკასტინგ სისტემ"-ის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას. CNN/US მაუწყებლობს შეერთებულ შტატებსა და კანადაში (2010 წლის აგვისტოსთვის მას 100 მილიონი ამერიკული ოჯახი იღებდა), ხოლო CNN International-ს მსოფლიოს 212 ქვეყანაში უყურებენ. გამოირჩევა სიმპათიებით დემოკრატების მიმართ.

cnn.com 

კომენტარები: