თეზაურუსიc

Cocktail Party Problem

კოქტეილ–წვეულების პრობლემა. ერთი და იგივე მიმღების მიერ რამდენიმე წყაროდან ერთდროულად მიღებული შეტყობინებებიდან ერთ–ერთის ამორჩევისა და სხვების უგულებელყოფის საკითხი. წიგნში On Human Communication (US: MIT PRESS, 1966) კოლინ ჩერი წერს: \"ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელობავი უნარ–შესაძლებლობა არის უნარი, ვუსმინოთ, თვალყური ვადევნოთ და ავყვეთ ერთ–ერთ მოსაუბრეს, კომუნიკატორს სხვა მოსაუბრეთა გარემოცვაში და მათი თანდასაწრებით. ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემას კოქტეილ–წვეულების პრობლემა ვუწოდოთ. [...] მართლაც, როგორ ვახერხებთ, გავფილტროთ კომუნიკაციის ნაკადი იმგვარად, რომ შევარჩიოთ მისი ერთ–ერთი ჯაჭვი, ბმული, რომელზედაც მოვახდენთ კონცენტრაციას?\" ჩერის ექსპერიმენტის მიხედვით, ცდის პირს ერთდროულად მოსმენილი ორი ჩანაწერიდან უნდა ამოერჩია ერთ–ერთი და მეორე უნდა უგულებელეყო; ან: ერთდროულად წაეკითხა და მოესმინა ორი განსხვავებული ტექსტი და ერთ–ერთისთვის მიენიჭებინა უპირატესობა. ექსპერიმენტის დასკვნები შეეხებოდა შეტყობინების აღქმის სხვადასხვა ასპექტებს აკუსტიკურ, სილაბურ და სინტაქსურ დონეზე.

კომენტარები: