თეზაურუსიc

Code

კოდი. ტერმინს ისეთი ფართო და მრავალფეროვანი განმარტებითი ველი აქვს, რომ სპეციალისტები უპრიანად მიიჩნევენ მის განმარტებას თითოეული კონკრეტული შემთხვევის კონტექსტიდან გამომდინარე. ყველაზე ზოგადი განმარტებებით, კოდი წარმოადგენს: ა) ნებისმიერი შეტყობინების გადმოსაცემად გამოყენებული ნიშნების ტიპს (მაგალითად, ასოები, ციფრები, მუსიკალური ნოტები, ქიმიური სიმბოლოები, იეროგლიფები და სხვა); ბ) მწყობრ შეთანხმებულ სისტემას, რომელიც ქმნის შეტყობინებების პოტენციურად უსაზღვრო რაოდენობას. შსაბამისად, კოდი არის სისტემა, რომელშიც ნიშნები გარკვეული სოციალურ–კულტურული შეთანხმების მიხედვით, ანუ კონვენციურად არის ორგანიზებული. კოდების სისტემაში განასხვავებენ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის, პრეზენტაციულ და რეპრეზენტაციულ კოდებს. პრეზენტაციული კოდის მაგალითია: ჟესტი, თვალის მოძრაობა, სახის გამომეტყველება, ხმის ტონალობა. რეპრეზენტაციული კოდებია: ზეპირი სიტყვა, ნაწერი, მუსიკა, ხელოვნება, არქიტექტურა და სხვა.

კომენტარები: