თეზაურუსიc

Codes of Narrative

ნარატივის კოდები. ფილოსოფოსმა, ენათმეცნიერმა და სემიოლოგმა როლან ბარტმა ნაშრომში "S/Z" (UK: Basil Blackwell: 1970) აღწერა ნარატივის ხუთი ძირითადი კოდი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ყველა ტექსტური აღმნიშვნელის დაჯგუფება და კლასიფიკაცია. ეს კოდებია: ა) Prioaretic, ანუ ქმედების კოდი (ბარტის სახელდებით – ემპირიკის ხმა), რომელიც მოგვითხრობს მოვლენებს და ცხადს ხდის ამბის განვითარების თანმიმდევრობას; ბ) Seme, ანუ ნიშნის კოდი (ბარტის სახელდებით – პიროვნების ხმა), რომელიც ახასიათებს პერსონაჟს, გმირს; გ) Enigma, ანუ ჰერმენევტიკული კოდი, რომელიც აღნიშნავს იმ ტერმინებს, რომლითაც გადმოცემულია ნარატივის საიდუმლო, ბუნდოვანება, საიდუმლოთი მოცული გარემოება, პერსონაჟი, რაც საბოლოოდ უნდა გაიხსნას ნარატივის კვანძის გახსნისას; დ) Knowledge, Science, კულტურული,ანუ რეფერენციული კოდი (ბარტის კალსიფიკაციით – მეცნიერების ხმა), რომლითაც გადმოიცემა ცოდნა; ე) Symbol, სიმბოლოს კოდი (ანუ სიმბოლოს ხმა), რომელიც გადმოსცემს თითოეული ნარატივისთვის მთავარი სიმბოლოს მნიშვნელობას.

კომენტარები: