თეზაურუსიc

Coding (or encoding) and decoding

კოდის დადება და კოდის გახსნა. ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინები ყველა ტიპის ტექსტის შესაქმნელად და "წასაკითხად" /აღსაქმელად. ამ პროცესში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება არა იმდენად სპეციფიკური ენის (ვერბალურისა და ვიზუალურის) გამოყენებას, რამდენადაც იმ მნიშვნელობით სტრუქტურებს, რომლებეც ტექსტშია ჩართული ან ამოღებულია ტექსტიდან. ტერმინების პოპულარიზაცია უკავშირდება სტიუარტ ჰოლის სახელს. თეორიის მიხედვით, მნიშვნელობის დეკოდირება ხდება მიმღების სოციალური და კულტურული პოზიციიდან გამომდინარე. ასევე, ტექსტების უმრავლობაში გამგზავნი მიმღებისთვის "სასურველ საკითხავს" დებს, რათა მასთან ეფექტურ კომუნიკაციას მიაღწიოს. არსებითად, ეს არის კომუნიკაციის იდეოლოგიური დატვირთვა. მედიური ახალი ამბების შემთხვევაში, სტიუარტ ჰოლი ვარაუდობს, რომ მათი მნიშვნელობის კოდის გახსნა სამგვარად არის შესაძლებელი: ა) "გაბატონებული", "ჰეგემონური" მნიშვნელობით; ბ) გაბატონებული დისკურსისაგან რამდენადმე დისტანცირებული, "საკამათო" მნიშვნელობით; გ) გაბატონებული მნიშვნელობის პოლარულად საპირისპირო მნიშვნელობით.  

კომენტარები: