თეზაურუსიc

Collective representations

კოლექტიური რეპრეზენტაცია. კოლექტიური წარმოჩენა. ტერმინი აღწერს როლს, რომელსაც თემი ან საზოგადოებრივი ჯგუფი ასრულებს საკუთარი თავის შესახებ თხრობისას, განსაკუთრებით მუსიკალური, დრამატული ფორმებით, სახეებითა და არტეფაქტებით წარმოჩენისას, რომლებიც მიმღებებს პოპულარული გემოვნების, რწმენების და ღირებულებების შესახებ მოუთხრობს. ამავე დროს, ეს ტერმინი აღწერს იმ გზებსა და საშუალებებს, რომლებითაც თემი ან საზოგადოებრივი ჯგუფი იღებს და ითავისებს მისთვის შექმნილ ხატებსა და არტეფაქტებს და შემდეგ მათ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც თავის საკუთარ თვითგამოხატვას.

კომენტარები: