თეზაურუსიc

Collocation

სიტყვათშეთანხმება, სიტყვათშეხამება, თანაწყობა. ზოგიერთი სიტყვა ტენდენციას იჩენს, მეტყველებაში ან წერაში გამოყენებისას წარმოჩინდეს მეტ-ნაკლებად მყარი და რეგულარულად განმეორებადი წყობით. ამ დროს ამგვარი სიტყვები სიტყვათშეთანხმებას ქმნიან. მაგალითად, როგორც წერს ენი ჰილი (2003) ინგლისურ ენაში სიტყვა "fair" (სამართლიანი) უმეტეს შემთხევებში მოითხოვს და იხმარება სიტყვა "play"-სთან (თამაშთან) ერთად. 

კომენტარები: