თეზაურუსიc

Comics

კომიქსი. გაზეთის ან ჟურნალის ნაწილი, რომელიც კომიკური ნახატებისგან შემდგარ ამბავს ეთმობა. როგორც წესი, კომიქსებს სერიული ხასიათი აქვს. აქ ამბავი სერიულობის ყველა წესით დაცვით ვითარდება (იხილეთ Seriality). პირველ კომიქსად მიიჩნევა 1896 წლის 16 თებერვალს New York Sunday World-ში გამოქვეყნებული, გვერდის სამ მეოთხედზე განთავსებული "The Great Dog Show in M'Googan's Avenue". კომიქსი მოუთხრობდა მკითხველს ნიუ იორკის ღატაკთა უბნებში მცხოვრები ბავშვების მიერ მოწყობილ ძაღლების გასართობ სანახაობაზე. ჭყეტელა ყვითელ ღამის პერანგში გამოწყობილმა მთავარმა გმირმა, რომელსაც "ყვითელი ბიჭი" შეარქვეს, მალე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ კომიქსად სწორედ "ძაღლების შოუაა" აღიარებული, კომიქსის განვითარების იდეა ბრიტანელ მხატვარს თომას რაულენდსონს და მის მიერ შექმნილ პერსონაჟს დოქტორ სინტაქსისს უკავშირდება. კომიქსს, როგორც სოციალურ ფემონენს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მწერალი ჯორჯ ორუელი (იხილეთ Boys' Weeklies (1939))

კომენტარები: