თეზაურუსიc

Commercial laisser-faire model of (media) communication

მედიური კომუნიკაციის კომერციული ჩაურევლობის მოდელი. წიგნის Manufacture of News (UK: Constable, 1973) შესავალში ავტორებმა სტენლი კოენმა და ჯოკ იანგმა გამოკვეთეს ორი, პოლარიზებულად განსხვავებული მოდელი, რომელთა მეშვეობითაც ახსნეს მედიის განზრახვითი დამოკიდებულება და გავლენა აუდიტორიაზე: მასობრივი მანიპულაციური მოდელი და კომერციული ჩაურევლობის მოდელი. პირველი მოდელის თანახმად, საზოგადოება განიხილება როგორც ატომიზებული მასა და "მონოლითური, ძლივამოსილი წყაროდან მომდინარე შეტყობინებების პასიური მიმღები". ეს მოდელი პოლიტიკურუ ფილოსოფიის მარცხენა და მარჯვენა ფლანგიდან სხვადასხვა გვარად იკითხება. რაც შეეხება კომერციული ჩაურევლობის მოდელს, იგი წარმოადგენს ეკონომიკური, კომერციული ჩაურევლობის მოდელის ანალოგს, რომლის მიხედვითაც ეს მოდელი აირეკლავს ბაზრის თავისუფლებას, სადაც მწარმოებლები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მომხმარებლისთვის თავიანთი პროდუქციის მიყიდვაში. ამრიგად, მედიური კორპორაციები ერთმანეთს მომხმარებლის, აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. კომერციული ჩაურევლობის მოდელი წარმოიშვა როგორც კრიტიკული გაზზრება მასობრივი მანიპულაციური მოდელისა. ამ მოდელის მიმდევრების აზრით, ინფორმაციის სიჭარბე და მრავალფეროვნება მინიმუმადე ამცირებს მანიპულაციის შესაძლებლობას.

კომენტარები: