თეზაურუსიc

Commercialization

კომერციალიზაცია. პროცესი, რომელშიც მედიური სტრუქტურები და შინაარსი მიმართულნი არიან მოგების მიღებაზე და რომელსაც უპირატესად ბაზრის კონიუნქტურა წარმართავს. თუმცა ეს ტერმინი ძირითადად კულტურული ფენომენის მნიშვნელობით იხმარება, რომელსაც უმეტესწილად ნეგატიური კონოტაციები აქვს. მიაჩნიათ, რომ კომერციალიზებული მედიაშინაარსი მოკლებულია დამოუკიდებლობას, არავთენტურია, სტანდარტიზებულია და სტერეოტიპური, მისი ძირითადი მიზანი შინაარსის სენსაციონალიზმი და პერსონალიზაციაა. ზოგიერთ წყაროში შინაარსის კომერციალიზაციას "ამერიკანიზაციასაც" უწოდებენ.

კომენტარები: