თეზაურუსიc

Commodification

დასაქონლება. ტერმინი სათავეს იღებს მარქსისტული თეორიიდან, რომლის თანახმადაც, ყველა არსს მატერიალური ფულადი ღირებულება გააჩნია. მედიასთან მიმართებაში ორი ასპექტი იკვეთება. პირველი მიდგომის თანახმად, ყველა მედიური შეტყობინება შეიძლება, გაიყიდოს, როგორც სხვა ნებისმიერი საქონელი თავის სპეციფიკურ (მედია) ბაზარზე, მიუხედავად სხვა ღირებულებრივი კრიტერიუმებისა. მეორეს მხრივ კი, აუდიტორია განიხილება როგორც საქონელი, მოხმარების საგანი, რომლესაც მედია რეკლამის დამკვეთზე ყიდის, რეიტინგისა და სხვა საბაზრო კრიტერიუმების მიხედვით. 

კომენტარები: