თეზაურუსიc

Common Sense

საღი აზრი. მედიაკომუნიკაციებისა და კულტურასთან მათი ბმების კვლევებისას ეს ტერმინი აღნიშნავს სრულ მზაობას, დაიჯერო აშკარა მოცემულობა. იტალიელი ფილოსოფოსი ანტონიო გრამში საღ აზრს განმარტავდა როგორც ადამიანების მასის დამოკიდებულებების, მიმართებების, რწმენების, დაშვებების კომპოზიტს, რომელიც მოქმედებს იერარქიული სოციალური წესრიგის წიაღში. "საღი აზრი" ხშირ შემთხვევაში თანხმობაში მოდის გაბატონებული სოციალური წყობის, წესრიგის იდეოლოგიასთან და წარმოადგენს ამ იდეოლოგიის მიერ შექმნილ ნაწილს.

კომენტარები: