თეზაურუსიc

Communication

კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის პროცესის თითოეული განმარტება დიდად არის დამოკიდებული იმ პარადიგმის ბუნებაზე, რომელიც მოიხმარს და იყენებს კომუნიკაციას და  თითოეულ განმარტებაში ხდება სრული პროცესის ცალკეული ელემენტების აქცენტირება, არსებობს ხუთი ფუნდამენტური ელემენტი, რომლებსაც კომუნიკაციის პროცესის 200-ზე მეტი განმარტება მოიცავს: 1. გამგზავნი. 2. შეტყობინება. 3. არხი. 4. მიმღები. 5. ეფექტი, ანუ უკუკავშირი. კომუნიკაციის პროცესის დროითი კონტინუუმის მიხედვით დაჩარჩოება წარმოშობს მის ორ ქვეტიპს: სინქრონულ და დიაქრონულ კომუნიკაციას. კომუნიკაციის ტიპების პირამიდა განმარტების საფუძვლად იღებს შეტყობინების გამგზავნსა და მიმღებს შორის ინტერაქციის ხასიათს და სოციალურ-ფსიქოლოგიურ კონტექსტს, რის შედეგადაც მიიღება კომუნიკაციის პროცესის შემდეგი ტიპები: 1. ინტრაპერსონალური კომუნიკაცია. 2. ინტერპერსონალური კომუნიკაცია. 3. ჯგუფსშიდა კომუნიკაცია. 4. ჯგუფთაშორისი კომუნიკაცია. 4. ინსტიტუციური კომუნიკაცია. 5. მასობრივი კომუნიკაცია. შეტყობინების პრეზენტაციულობის მხრივ განასხვავებენ კომუნიკაციის ორ ქვეტიპს: ვერბალურ, ანუ სიტყვიერ, მეტყველებით კომუნიკაციას და არავერბალურ (ჟესტებით, მიმიკებით) კომუნიკაციას. კომუნიკაციის პროცესის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია: ენა და მეტყველება; დრო და სივრცე; კომუნიკაციის პროცესის დანიშნულება; კომუნიკაციის ტიპები.

კომენტარები: