თეზაურუსიc

Communication, non-verbal

არავერბალური კომუნიკაცია. მაიკლ არჯაილი წიგნში Bodily Communication (UK: Methuen, 1988) გამოჰყოფს არავერბალური კომუნიკაციის შემდეგ ძირითად კოდებს: შეხება და სხეულისმიერი კონტაქტი; სივრცითი ქცევა; გარეგნული წარმოჩენა; სახის გამომეტყველება; ჟესტი, მიმიკა; ჭვრეტა (თვალით კონტაქტი); პოზა; და არავერბალური ვოკალიზაცია. არავერბალური კომუნიკაციისას გამოხატავენ პიროვნებათშორის დამოკიდებულებებს, ემოციურ მდგომარეობას, მისით აძლიერებენ ვერბალურ კომუნიკაციას ან დამატებით მნიშვნელობას სძენენ სიტყვიერ შეტყობინებას, ინარჩუნებენ კომუნიკაციაის აქტს და სხვა. იხილეთ Communication

კომენტარები: