თეზაურუსიc

Communicative rationality

საკომუნიკაციო რაციონალობა, გონივრულობა. იურგენ ჰაბერმასმა თავის გავლენიან ნაშრომში The Theory of Communication Action, Vol.1: Reason and Rationalization(US: Beacon, 1981) შემოიტანა საკომუნიკაციო რაციონალობის ცნება, რომელიც დაახასიათა როგორც ჭეშმარიტების, შესაბამისობისა და გულწრფელობის ერთობლიობა. ამ კრიტერიუმების მოქმედება საჯარო სფეროში თავისუფალ, ღია და ეგალიტარულ დისკურსს, ანუ "მეტყველების იდეალურ სიტუაციას" ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების ელემენტებს შორის გაგებას უწყობს ხელს.

კომენტარები: