თეზაურუსიc

Compassion fatigue

სხვისი უბედურების მიმართ თანაგრძნობის დაკარგვა, თანაგრძნობითა და სხვა ადამიანების მხრიდან ქველმოქმედების გაღების თხოვნით დაღლა, გადაღლა. ეს ეფექტი მედიის მიერ ადამიანების უბედურებისა და ტანჯვის უწყვეტად და ინტენსიურად ჩვენების შედეგად მიიღება. სტატიაში Living in limbo (Guardian, 21 April, 1989) უილიამ შოკროსი წერდა: "შიდსის მსგავსად, Compassion fatigue-ც თანამედროვე დაავადებაა. მისი პირველი სიმპტომია თანაგრძნობის დაკარგვა დაშორებული დატანჯული ადამიანების მიმართ, რასაც მოსდევს აპათია, დაღლა და მოწყენილობა, ხოლო საბოლოოდ დგება გაღიზიანების მდგომარეობა მუდმივად თანაგრძნობისა და დახმარების მოთხოვნის გამო".

კომენტარები: