თეზაურუსიc

Conglomerates: media conglomerates

კონგლომერატები: მედიაკონგლომერატები. მსოფლიო მედიაბაზარზე შესვლის გაძნელებამ (ფინანსური თვალსაზრისით) დააჩქარა საკომუნიკაციო ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში მფლობელობისა და მესაკუთრეობის კონცენტრაცია. საკომუნიკაციო/მედიაკონგლომერატი წარმოადგენს კორპორაციების ამალგამას, შენაერთს, რომელიც ძირითადად ინფორმაციის გავრცელებისა და გართობის მიზნით მოქმედებს. საკომუნიკაციო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს მულტინაციონალური და ტრანსნაციონალური კორპორაციები აკონტროლებენ. ტექნოლოგიური კონვერგენცია კი ხელს უწყობს კონგლომერატების ძალაუფლების გამყარებას.

კომენტარები: