თეზაურუსიc

Convergence

კონვერგენცია. საკომუნიკაციო მოწყობილობების, საშუალებების და პროცესების ერთად თავმოყრა; მედიატექნოლოგიების განვითარების ძირითადი ნიშან-თვისება 1990-იანი წლებიდან დღემდე. წიგნში Of Media and People (US: Sage, 1992) ევერეტ დევის წერდა კონვერგენციის ფორმების შესახებ: "მედიური ფორმები თავს იყრიან ერთიან ელექტრონულ ბაზაში, კომპიუტერულზე დაფუძნებულ ერთიან ფორმაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ როგორც იმ სისტემების, საშუალებების თითქმის უნივერსალური ინტეგრაცია, რომლებიც აწარმოებენ და ინახავენ ტექსტებს, მონაცემებს, ბგერებს და გამოსახულებებს".   როგორც მიუთითებენ ჯეიმზ უოტსონი და ენ ჰილი,  კონვერგენცია მოქმედებს როგორც ტექნიკურ და ოპერაციულ დონეზე, ისე მესაკუთრეობისა და კონტროლის დონეებზე მედიაში. მედიაპროდუქცია ექცევა სულ რამდენიმე კორპორაციის მფლობელობაში, ძირითადად, ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელში. სწორედ კონვერგენციამ გამოიწვია მედიის ფუნქციების გადღაბვნა და წაშლა. ცალკე საკითხია, რამდენად შეუძლია ტექნიკურ და ოპერაციულ დონეზე კონვერგენციას, გამოიწვიოს ტრანსკულტურული კონვერგენცია, რომელიც თავის მხრივ, მედიაიმპერიალიზმამდე შეიძლება დავიდეს.  

კომენტარები: