თეზაურუსიc

Conversation and exchange

საუბარი და ინფორმაციის გაცვლა. ტერმინით აღინიშნება ახალი მედიის საინფორმაციო ტრაფიკის, ინფორმაციის მოძრაობის ერთ-ერთი ალტერნატიული ტიპი, რომლის ფორმატშიც ინდივიდუუმები ცენტრის ან შუამავალი რგოლის გვერდის ავლით უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და თვითონ ირჩევენ პარტნიორებს, კომუნიკაციის დროს, ადგილს და საგანს/თემას. ახალი მედიის თეორია განასხვავებს საინფორმაციო ტრაფიკის ოთხ ალტერნატიულ ტიპს: 1) მიმართვა-მოწოდება (Allocution); (2) საუბარი და ინფორმაციის გაცვლა (Conversation and exchange); (3) კონსულტაცია (Consultation); (4) რეგისტრაცია (Registration). 

კომენტარები: