თეზაურუსიc

Coups and Earthquakes Syndrome

გადატრიალებებისა და მიწისძვრების სინდრომი. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ამერიკელმა ჟურნალისტმა მორტ როზენბლუმმა დასავლეთის დამოკიდებულების აღსაწერად ე.წ. "მესამე მსოფლიოში" მიმდინარე მოვლენების მიმართ. როზენბლუმი გულისხმობდა იმ დასავლურ მედიურ სტანდარტს, რომლისთვისაც მესამე სამყარო - აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის სახელმწიფოები - საინტერესო, მნიშვნელოვანი და აქტუალური მხოლოდ გადატრიალებების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და სტიქიური უბედურების გამო ხდება, ანუ ახალი ამბების ღირეულებრივი სისტემა, რომელიც დასავლურ მედიაშია დამკვიდრებული, "მესამე მსოფლიოს" თავისი მაყურებლის თვალსაწიერში მხოლოდ ამ რაკურსით უშვებს და ქმნის მის მყარ ხატს.

კომენტარები: