ორგანიზაციაc

Court of Justice of the European Union

ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლოს დანიშნულებაა, დარწმუნდეს, რომ ევროკავშირში მიღებული კანონები თანაბრად სრულდება მის ყველა წევრ ქვეყანაში. ის ასევე იხილავს დავებს ევროკავშირის მთავრობასა და მის ინსტიტუციებს შორის. ფიზიკურ პირებს, კომპანიებს ან ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიმართონ ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავს რომელიმე ევროპული ორგანიზაციისაგან დისკრიმინირებულად მიიჩნევენ.

სასამართლოს თითო მოსამართლე ჰყავს თითოეული წევრი ქვეყნისგან. სასამართლოს ეხმარება რვა ‘’გენერალური ადვოკატი,’’ რომლებსაც სასამართლოში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების წარმოდგენა ევალებათ. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და იგი ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. თითოეული მოსამართლე და „გენერალური’’ ადვოკატი ექვსი წლის ვადით ირჩევა, ვადის ამოწურვის შემდეგ მათ უფლება აქვთ, კიდევ განაგრძონ მუშაობა იმავე პოსტზე, თუ ამას იმ ქვეყნების მთავრობები დაუშვებენ, რომლების წარმომადგენლებიც თავად არიან.

სანამ საქმე ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლომდე მივა, მას მისი დამხმარე ორგანო, გენერალური (პირველი ინსტანციის) სასამართლო ეხმარება - ის განიხილავს ფიზიკური პირების, კომპანიებისა და ზოგიერთი ორგანიზაციის საჩივრებს ევროპული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ევროკავშირის თანამეგობრობის სასამართლოს მეორე დამხმარე ორგანოც აქვს - ევროკავშირის სამოქალაქო სამსახურის ტრიბუნალი. ეს ორგანო ევროკავშირსა და მასში დასაქმებულ პირებს შორის დავებს განიხილავს.

სასამართლოს დღევანდელი ფორმა 2009 წლიდან ლისაბონის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არსებობს. მისი შტაბბინა ლუქსემბურგშია.

კომენტარები: