თეზაურუსიc

Crisis definition

კრიზისის განსაზღვრება. შეკითხვაზე: როგორ ხვდებიან მოქალაქეები, რომ ესა თუ ის მოვლენა, პროცესი კრიზისად იქცა? - ერთი პასუხი არსებობს: ხვდებიან იმით, რომ მათ მედია ეუბნება, რომ ეს კრიზისია. ბრიტანელი კომუნიკაციათმცოდნე ჯეიმზ უოტსონი უთითებს, რომ მედიის დღის წესრიგი, კარიბჭის დაცვა, სათაურებისა და მოწინავე ინფორმაციების შერჩევა გაზეთების პირველი გვერდებისა და საინფორმაციო გამოშვებების ანონსებისთვის არა მხოლოდ ახდენს კრიზისის ჩანერგვას საზოგადოებრივ ცნობიერებაში, არა მხოლოდ რეაქცია აქვს კრიზისულ სიტუაციაზე, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში წინმსწრებად, პროაქტიურად რეაგირებს მოსალოდნელ კრიზისზე. 

კომენტარები: