თეზაურუსიc

Critical Cultural Theory

კრიტიკული კულტურული თეორია. მისი წარმოშობა მედიის ბირმინგემის სკოლას, მკვლევარ სტიუარტ ჰოლის სახელს და მის მიერ შექმნილ მედიადისკურსის "კოდირება-დეკოდირების" მოდელს უკავშირდება. ამ თეორიის საფუძველში ჰოლის მოდელზე დაფუძნებული პოსტულატი ძევს: მედიური ტექსტის დეკოდირება მიმღების მიერ, ანუ მნიშვნელობის გახსნა დამოკიდებულია სხვადასხვა სოციალურ სიტუაციასა და მისგან გამომდინარე, მნიშვნელობის შესაძლო ინტერპრეტაციის ჩარჩოებზე. კრიტიკული კულტურული თეორია მიიჩნევს: 1) მასობრივი კულტურა შექმნილია საზოგადოებაში მცდარი ცნობიერების შესაქმნელად და დასამკვიდრებლად; 2) დასაქონლება მისი ცენტრალური პროცესია; 3) მასობრივი კულტურა მოიცავს ჰეგემონურ იდეოლოგიას; 4) იდეოლოგია შეიძლება დიფერენცირებულად იქნას დეკოდირებული; 5) პოპულარული კულტურა განსხვავდება მასობრივი კულტურისგან. 

კომენტარები: