თეზაურუსიc

Critical Political Economy

კრიტიკული პოლიტიკური ეკონომია, როგორც მედია–საზოგადოების თეორიის ნაირსახეობა. ამ თეორიის ამოსავალი წერტილია ურთიერთკავშირი ეკონომიკურ სტრუქტურას, მედიაინდუსტრიასა და მედიის იდეოლოგიური შინაარსის დინამიკას შორის. მისი კვლევითი ინტერესი მიმართულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მესაკუთრეობისა და კონტროლის სტრუქტურების ემპირიულ ანალიზზე. შესაბამისად, კრიტიკული პოლიტიკური ეკონომია მედიას განიხილავს როგორც ეკონომიკური სისტემის ნაწილს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ სისტემას. სწორედ ამ მიზეზის გამო კრიტიკულ პოლიტიკურ ეკონომიას არავულგარული მარქსიზმის ერთ–ერთ ნაირსახეობად მიიჩნევენ. კრიტიკული პოლიტიკური ეკონომია ეფუძნება შემდეგ პოსტულატებს: 1) ეკონომიკური კონტროლი და ლოგიკა წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორებს, ანუ დეტერმინანტებს; 2) მედიასტრუქტურები კონცენტრაციისაკენ სწრაფვას ავლენენ; 3) სახეზეა მედიის გლობალური ინტეგრაცია; 4) შინაარსი და აუდიტორია დასაქონლებულია; 5) მრავალფეროვნება იკლებს; 6) ოპოზიციური და ალტერნატიული ხმები მარგინალიზებულია; 7) საჯარო ინტერესი კომუნიკაციაში ექვემდებარება კერძო ინტერესს.

კომენტარები: