თეზაურუსიc

Cultivation Analysis

კულტივაციური ანალიზი. კვლევითი მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ  ტელევიზიის ე.წ. მიჯაჭვული ყურება იწვევს სოციალური რეალობის იმგვარად აღქმას, რომ მიჯაჭვული მაყურებლისთვის გარემო ტელევიზიაში ასახულ გარემოსთან სრულიად იგივდება. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ პროფესორს, ჯორჯ გერბნერს და გამოიყენება მედიის ეფექტების კვლევის კონკრეტული ტიპის აღსაწერად. კულტივაციური ანალიზის მთავარი მეთოდია რეალობის გაბატონებული "ტელეშეხედულებების" გამოკვეთა და მათი შედარება აუდიტორიის წევრების მიერ გამოხატულ შეხედულებებთან, მათი ჩვევების თანახმად. 

კომენტარები: