თეზაურუსიc

Cultural approach to media analysis

კულტურალისტური მიდგომა მედიაანალიზისადმი. ეს მიდგომა სათავეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ანთროპოლოგიასა და ლინგვისტიკაში იღებს. პოტენციურად უფართოესი შესაძლებლობების მქონე ეს მიდგომა, ძირითადად, გამოიყენება ენასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებული საკითხების მისასადაგებლად სოციალურ კონტექსტთან და კულრტურულ გამოცდილებასთან. მედიური ანალიზი ამ მიდგომის ფარგლებში კულტურის კვლევის ფართო ველის ნაწილს წარმოადგენს. იგი უფრო მეტად მედიაცენტრულია, ვიდრე სოციოცენტრული. იგი უფრო მეტად ინტერესდება კონკრეტული შინაარსისა და სიტუაციების ჩაღრმავებული ანალიზით, ვიდრე მათი განზოგადებით. ანალიზის კულტურალისტური ტრადიციები თავს იჩენს ფემინისტურ, ფილოსოფიურ, სემიოტიკურ, ფსიქოანალიტიკურ, კინემატოგრაფიულ და ლიტერატურულ თეორიებში.

კომენტარები: