თეზაურუსიc

Cultural Capital

კულტურული კაპიტალი. ფრანგმა ფილოსოფოსმა პიერ ბურდიემ პირველმა შემოიტანა განსხვავებანი ეკონომიკურ და კულტურულ კაპიტალს შორის. ეს უკანასკნელი, ბუდრიეს აზრით, წარმოადგენს იმ ცოდნას, გემოვნებას, დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, დაშვებებსა და ვარაუდებს, რომლებსაც ადამიანები ან ჯგუფები ფლობენ და იზიარებენ სხვადასხვა კულტურული არტეფაქტებიდან გამომდინარე. ინდივიდუუმის კულტურულ კაპიტალს შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს შეტყობინების კოდირებისა და დეკოდირების პროცესზე, ანუ შეტყობინების მნიშვნელობის გახსნასა და აღქმაზე.

კომენტარები: