თეზაურუსიc

Cultural theory of mass communication

მასობრივი კომუნიკაციის კულტურული თეორია. მასობრივი კომუნიკაციის თეორიის ტიპების ეს კლასიფიკაცია, რომელიც პარადიგმაში ხუთი ტიპს თეორიას აერთიანებს, ბრიტანელ კომუნიკაციათმცოდნეს, დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ეს ტიპებია: სოციალურ-მეცნიერული, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული და ყოველდღიური. ეს თეორია თავისი ბუნებით უფრო შემფასებლურია, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული არტეფაქტების დიფერენციაციას თვისობრივი კრიტერიუმების მიხედვით. იგი ფოკუსში აქცევს მასობრივი კომუნიკაციის პროცესში შემქნილ შინაარსს: ტექსტს, ფილმს, ტელევიზიას, გრაფიკულ ხელოვნებას და ბევრ სხვა მედიურ ფორმას. ჟანრი, დისკურსი, შინაარსის გამომხატველი ფორმების ნაირგვაროვნება, კულტურული არტეფაქტები, მნიშვნელობის მატარებელი ნიშნების კომპოზიცია და არქიტექტონიკა შეტყობინებაში - ამ თეორიის საოპერაციო ველია.

კომენტარები: