თეზაურუსიc

Culture in Mass Communication Terms

კულტურა მასობრივი კომუნიკაციის თეორიაში. ტერმინს "კულტურა" დაახლოებით სამასამდე განმარტება აქვს. სპეციფიკურად განიმარტება იგი მასობრივი კომუნიკაციის თეორიაში. პროფესორმა ჯეიმს კერიმ (Carey, James, 1975) კულტურას საზოგადოებისა და კომუნიკაციის ურთიერთმიამრთების მოდელში ცენტრალური ადგილი განუსაზღვრა. უფრო მეტიც, კერიმ კომუნიკაცია კულტურის მეშვეობით, მასთან მიმართებაში და კულტურის განმარტებითი ტერმინების გამოყენებით განსაზღვრა: "სიმბოლური პროცესი, სადაც იქმნება, ნარჩუნდება ან იშლება, ლამაზდება ან განსხვავებულად ტრანსფორმირდება რეალობა". კულტურა, კერის თვალთახედვით, ერთდროულად არის პროცესი, ადამიანების ჯგუფის მიერ გაზიარებული ატრიბუტი, სიმბოლური არტეფაქტებისა და ტექსტების სიმრავლე, რომლებიც სპეციფიკური მნიშვნელობებით არის კოდირებული სპეციფიკური კულტურული იდენტიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ და ამ ადამიანებისთვის. კულტურის მახასიათებლებია: 1) კოლექტიურად შექმნილი და შენარჩუნებული ბუნება; 2) გახსნილობა სიმბოლური გამოხატვისთვის; 3) გაჯერებულობა დიფერენცირებული ღირებულებებით; 4) სისტემური ყალიბები; 5) დინამიკურობა და ცვალებადობა; 6) ლოკალიზაცია, ანუ ადგილმდებარეობის ქონა; 7) კომუნიკაბელურობა დროსა და სივრცეში (სინქრონულად და დიაქრონულად). 

კომენტარები: