თეზაურუსიc

Cyberspace

კიბერსივრცე. აღნიშნავს ვურტუალურ სივრცეს, რომელიც კომპიუტერის, მოდემისა და საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით იქმნება. ტერმინი პირველად ამერიკელმა მწერალმა უილიამ გიბსონმა გამოიყენა თავის რომანში Neuromancers (1984). მწერალი კიბერსივრცეს ამგვარად განმარტავს: " [ადამიანები] ქმნიან სამყაროს. ეს კონსენსუალური ჰალუცინაციაა... ეს რეალურად არ არის ადგილი. ეს არ არის რეალური ადგილი. ეს პირობითი, ნომინალური ადგილია." ადამიანი კომპიუტერის კლავიშებზე ხელის დაჭერით, მოდემისა და სატელეფონო ხაზების წყალობით იღებს უსასრულოდ დიდ რაოდენობას ინფორმაციისა და უცვლის მას სხვა მომხმარებელს.

კომენტარები: