ორგანიზაციაc

Cycling Weekly

Cycling weekly (“საიკლინგ უიკლი”) ბრიტანული გაზეთია. გაზეთს IPC Media გამოსცემს. ეს პერიოდული გამოცემა ზოგადად სპორტულ მოვლენებს მიმოიხილავს, მაგრამ უმეტესად - ველოსპორტს ეძღვნება. გაზეთის პირველი ნომერი 1891 წლის 24 იანვარს გამოვიდა. მაშინ მას, უბრალოდ, Cycling-ს უწოდებდნენ. დროთა განმავლობაშიმ ავტოტრანსპორტის გააქტიურების გამო, გაზეთს პროფილი შეეცვალა და მას Cycling and Moting-ი დაერქვა.

გაზეთმა 1891 წლიდან დღემდე ხუთი საგამომცემლო სახლი გამოიცვალა. დღევანდელი მისი მფლობელი IPC Media-ა, რომელიც გაზეთს 1970 წლიდან უშვებს. 1932 წლიდან cycling-მა ველოსიპედით რბოლის ოქროს წიგნი გამოუშვა, რომლის ყველა გვერდზეც ველომბრბოლელი გმირები იყვნენ გამოსახულები. პირველი ფრანკ საუტჰოლი იყო, რომელმაც იმ წლის ჩემპიონატი მოიგო და 7000 ველომბრბოლელის წინაშე პირველმა დატოვა გვერდზე თავისი ხელმოწერა. ეს ცერემონია ქალაქ ლონდონში, Royal Albert Hall-ში გაიმართა.

გაყიდვების გაზრდისა და რეკლამების მოზიდვის მიზნით 1957 წელს გაზეთმა გადაწყვიტა, თავისი გვერდები მოპედებისთვისაც დაეთმო. ამის შემდეგ მას Cycling & Mopeds-ი ეწოდა. ახალი მმართველის, ალან გაიპერის მოსვლის შემდეგ გაზეთი ისევ თავის ძველ სახელწოდებას დაუბრუნდა - მან მოპედებზე უარი თქვა და გადაწყვიტა, ყველა ტიპის საველოსიპედო შეჯიბრის შესახებ ეწერა სტატიები. ალან გაიპერი გაზეთს სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა - 1969 წელს იგი კანადაში, ველოსიპედზე სეირნობისას, გულის შეტევით გარდაიცვალა.

დღეისათვის გაზეთი ძირითადად ველოსპორტს მიმოიხილავს, მასში ასევე სხვადასხვა მარშრუტისა და შეჯიბრის შესახებაც ქვეყნდება ცნობები.

cyclingweekly.co.uk

კომენტარები: