თეზაურუსიd

Dance's helical model of communication, 1967

დენსისეული კომუნიკაციის სპირალისებური მოდელი, 1967. საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კომუნიკაციის პროცესის ამსახველი მოდელი ან ხაზობრივი უნდა ყოფილიყო, ან წრიული. წრიული მოდელი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ხაზობრივ მოდელთან შედარებით, რადგან, ამ აღქმით, უკუკავშირის შედეგად მიღებული შეტყობინება ისევ კომუნიკატორს უბრუნდებოდა სახენაცვალი ფორმით, მაშინ როცა ხაზობრივი მოდელი თითქმის არ ითვალისწინებდა უკუკავშირის რეფლექსიას კომუნიკატორის მიერ. თუმცა, რიგი თეორეტიკოსების აზრით, წრიულ მოდელს ერთი მცდარი დაშვება ჰქონდა, რომლის თანახმადაც, კომუნიკაცია საბოლოოდ იმ ამოსავალ წერტილს უბრუნდება, რომლიდანაც დაიწყო კომუნიკაციის პროცესი და აქტი. 1967 წელს ფრენკ დენსმა საზოგადოებას წარუდგინა კომუნიკაციის პროცესის ახალი აღქმა: ეს იყო კომუნიკაციის სპირალისებური მოდელი. დენსს მიაჩნდა, რომ შეტყობინება კომუნიკაციის პროცესში წრიულად მოძრაობს, მაგრამ კომუნიკატორთან დაბრუნებისას იგი წარმოადგენს თვისობრივად ახალს შეტყობინებას, რომელზეც გავლენას ამ შეტყობინების გავრცელების გამოცდილება, ანუ მისი წარსული ახდენს, ამიტომ იგი აგრძელებს ცირკულირებას სპირალისებურად, ანუ დაუსრულებლად. დენსის აზრით, კომუნიკაცია უსასრულობაში გადადის.

კომენტარები: