თეზაურუსიd

Decode

დეკოდირება, ანუ კოდის გახსნა წარმოადგენს შეტყობინების - წერილობითის, ზეპირის, სამაუწყებლოსი და ასე შემდეგ - ბუნების ინტერპრეტაციის, ანალიზისა და მისი გაგების პროცესს. ეს პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ შეტყობინებაში შემავალი, მასში გამოყენებული სიტყვების, ნიშნებისა და ხატების მნიშვნელობის გაგებასა და მათში ჩაწვდომას, არამედ იმ ღირებულებებისა და დაშვებების, ვარაუდების გაგებას, რომლებიც ამ სიტყვების, ნიშნებისა და ხატების შეტყობინებაში ჩართვას, მათ კოდირებას საფუძვლად დაუდო შეტყობინების გადამცემმა. მედიის გავლენისა და მისი ძალაუფლების შესახებ დებატებში ამ ელემენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შეტყობინების თითოეული გადამცემი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ მიმღებმა შეტყობინების კოდის გახსნა მისი გამგზავნის ინტერესებისა და განზრახვის შესაბამისად მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუკი მიმღები აუდიტორია არ იზიარებს გამგზავნის კოდებსა და ღირებულებებს, შეტყობინების დეკოდირება დამახინჯებულად ხდება (Aberrant decoding). ამრიგად, შეტყობინების „წაკითხვაში“ დაშვებული გადახრები ან უზუსტობები დიდად არის დამოკიდებული განსხვავებებზე გამგზავნსა და მიმღებს შორის: გამოცდილების, აღქმისა და შეფასების მხრივ.

კომენტარები: