თეზაურუსიd

Deconstruction

დეკონსტრუქცია. ტექსტური და ინტერტექსტური ანალიზის ამსახველი ეს ტერმინი ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს, ჟაკ დერიდას. დერიდას თანახმად, დეკონსტრუქცია ის უმთავრესი მეთოდია, რომლის გარეშეც ლინგვისტური სტრუქტურის მნიშვნელობა ვერ ამოიხსნება. დეკონსტრუქციისას ხდება იმ იერარქიების დაშლა და გადანაცვლება, რომლებიც ტექსტში ამა თუ იმ მნიშვნელობის მქონე სტრუქტურის, გამონათქვამის ყველა ფორმას მართავს.

კომენტარები: