თეზაურუსიd

Defensive Communication

თავდაცვითი კომუნიკაცია. როგორც აღნიშნავენ მედიამკვლევრები უოტსონი და ჰილი (2003), თავდაცვითი კომუნიკაცია ხორციელდება მაშინ, როცა ადამიანებს ესმით ის, რისი გაგონებაც მათ არ სურთ, ანუ იღებენ მათთვის მიუღებელი შინაარსის შეტყობინებას. დისონანსი თავს იჩენს იქ, სადაც შეტყობინებების შინაარსი ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება მიმღების ღირებულებებსა და წინასწარ განწყობას. ასეთ შემთხვევაში მიმღების მხრიდან გამოვლენილ რეაქციას ფართო ამპლიტუდა აქვს – დაწყებული შეტყობინების უგულებელყოფით და დამთავრებული გამგზავნის მოტივაციისა და მისი შეტყობინების წინასწარგანზრახულად მცდარი ინტერპრეტაციით.

კომენტარები: