ბიოგრაფიაd

Dejevsky, Mary

მერი დეჟევსკი

 

ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთზე, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე წერს სტატიებს. მას კორესპონდენტად მთელ მსოფლიოში უმუშავია, მათ შორის - ვაშინგტონში, პარიზსა და მოსკოვში. მერი დეჟევსკი ამჟამად „ინდეფენდენტში“ (The Independent) საკუთარი რუბრიკის მქონე და სარედაქციო პუბლიკაციების წამყვანი ჟურნალისტია; ის ასევე რეგულარულად გამოდის ტელევიზიითა და რადიოთი. ამავდროულად მერი დეჟევსკი ბუკინგემის უნივერსიტეტის საპატიო მკვლევარია.

მერი დეჟევსკიმ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, იგი რუსული და გერმანული ენების სპეციალისტია.

ერთი წლის მანძილზე დეჟევსკი რუსეთშიც ცხოვრობდა და რუსულ-ჩინურ ურთიერთობებს იკვლევდა; ექვსი წლის განმავლობაში „ბი-ბი-სი ვორლდში“ (BBC) მუშაობდა; 1988-1992 წლებში, „პერესტროიკის“ დროს, დეჟევსკი „ტაიმსის“ (The Times) მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. „ინდეფენდენტში“ 1992 წლიდან მუშაობს; ჯერ - რედაქტორად, შემდეგ - კორესპონდენტად პარიზში, მოგვიანებით- ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელად და დიპლომატიურ რედაქტორად (Diplomatic editor). დღეს, მას საკუთარი რუბრიკა აქვს და სარედაქციო პუბლიკაციების წამყვანი ჟურნალისტია.

კომენტარები: