ორგანიზაციაd

Democratic National Committee

ნაციონალური დემოკრატიული კომიტეტი (DNC) - ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაა. დაარსდა 1848 წელს. მისი შტაბ-ბინა ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს. DNC-ის გენერალური მდივანია დები ვასერმან შულცი. მის პირდაპირ მოვალეობაში შედის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ პოლიტპლატფორმაზე ანალიზის მომზადება. კომიტეტის საქმიანობა ფოკუსირებულია არჩევნებზე, დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიასა და მისი კანდიდატების მხარდაჭერაზე.

DNC უზრუნველყოფს ამერიკის მასშტაბით დემოკრატიული პარტიის ხედვების გავრცელებას, თანხების მოძიებასა და საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვას. DNC-ის მთავარი კონკურენტი ნაციონალური რესპუბლიკური კომიტეტი RNC-ა. ინაუგურაციიდან ცოტა ხნის შემდეგ ბარაკ ობამამ საკუთარი სარეკლამო ორგანიზაცია Obama For America („ობამა ამერიკისათვის“) E-mail-ის 13-მილიონიანი სიით DNC-ს დაუქვემდებარა, რადგან კანონი მას იმის საშუალებას არ აძლევდა, რომ თავად ყოფილიყო ამ ორგანიზაციის მმართველი. DNC-მა ორგანიზაციას სახელი შეუცვალა და მას Organizing for America („ვგეგმავთ ამერიკისთვის“) დაარქვა. დემოკრატიული კომიტეტი ასევე აკონტროლებს ბარაკ ობამას პირად ინტერნეტგვერდს - www.barackobama.com - რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ობამას ახალ მედიადირექტორ მაკონ ფილიპსთან, რომელიც ასევე whitehouse.gov–ის (თეთრი სახლის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური დომეინი) მმართველია.

DNC პასუხისმგებელია პარტიის კოორდინირებულ მუშაობაზე. როდესაც დემოკრატების კანდიდატი პრეზიდენტია, მაშინ პარტია პრეზიდენტთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს. საპრეზიდენტო არჩევნებისას DNC ხელმძღვანელობს შეკრებებს - როგორც დამოუკიდებლად, ასევე, საპრეზიდენტო კანდიდატთან შეთანხმებით. იგი ახორციელებს თანხების მოძიებას (fund raising), ეწევა არჩევნების მონიტორინგს და წერს საარჩევნო სტრატეგიას. პარტიის საერთო კანდიდატის არჩევის შემდეგ დემოკრატიულ კომიტეტს უშუალოდ კანდიდატის დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონის მიხედვით გარკვეული შეზღუდვები უწესდება, მაგრამ ამ დროს DNC საკუთარ მოძიებულ თანხებს სხვადასხვა პარტიული საქმიანობისთვის ანაწილებს. ორგანიზაციას წარმომადგენლობა ყველა შტატში ჰყავს, მას ასევე ბევრ ქალაქში ლოკალური ოფისებიც აქვს.

სწორედ DNC აყალიბებს წესებს პრაიმერებისა და პარტიული ყრილობებისთვის. ამ წესების მიხედვით აირჩევიან დელეგატები ნაციონალური დემოკრატიული ყრილობისთვის, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება საპატიო კანდიდატების გამოსავლენად. ყრილობაზე DNC-ის ყველა წევრი პრივილეგირებული დელეგატია და მათ კანდიდატთა შერჩევისას დიდი გავლენა აქვთ. თუმცა, კომიტეტის გავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე აღარ ვრცელდება.

DNC-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია თანხების მოძიებაა. 2001-დან 2005 წლამდე საარჩევნო ციკლში მათ 162 მილიონი დოლარის მოძიება შეძლეს. უმსხვილესი შემომწირველი ამ დროისთვის სერბული კაპიტალ-ჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც დემოკრატიულ კომიტეტს 9,280,000 დოლარი შესწირა. 2002 წელს ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ დემოკრატიული კომიტეტი 115000 დოლარით დააჯარიმა 1996 წელს თანხების მოძიებისას აღმოჩენილი დარღვევების გამო. დღეისათვის კომიტეტს 35 000 ე. წ. წვრილი შემომწირველი ჰყავს.

democrats.org

კომენტარები: