თეზაურუსიd

Demonization

დემონიზაცია. ტერმინი აღნიშნავს მედიის, განსაკუთრებით პოპულარული პრესის მიერ იმ ადამიანების წარმოჩენას ნეგატიურად და საფრთხის მატარებლად, რომლებიც მედიის აზრით ან გაბატონებული დისკურსის აღქმით სახიფათონი, დესტაბილიზაციის მომტანნი, ბიზნესის, პოლიტიკური სისტემისა და დამკვიდრებული ღირებულებების დამანგრევლები არიან. დემონიზაციის პროცესი, როგორც წესი, პერსონალიზაციით იწყება: პერსონალიზაცია ნიშნავს "სახიფათოდ"მიჩნეული პირის ინდივიდუალური თვისებების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას, რამაც შედეგად ამ პირის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირი უნდა გამოუთხაროს. დემონიზაცია პირდაპირ უკავშირდება დომინანტური დისკურსის ინტერესებს და საზოგადოებრივი აზრის შექმნას კონკრეტული სოციეტალური თუ პოლიტეტალური ტენდენციების შესახებ.

კომენტარები: