თეზაურუსიd

Dependency Theory

დამოკიდებულების თეორია. ხარისხი, რომლითაც აუდიტორია მასმედიაზე ხდება დამოკიდებული, ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციებისა და ეფექტების შესახებ დებატების ერთ–ერთ მთავარ საკითხს. მედიაზე დამოკიდებულების ხარისხი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან მჭირდო კორელაციაშია. დამოკიდებულების თეორიის ფუძემდებლებს სანდრა ბოლ–როკიხსა და მელვინ დეფლერს მიაჩნიათ, რომ მასმედიის მიერ შექმნილი შეტყობინებების პოტენციალი და შესაძლებლობა, გამოიწვიონ სხვადასხვაგვარი კოგნიტიური,აფექტური და ქცევითი ეფექტი მიმღებ აუდიტორიაში, უფრო მეტად გაძლიერდება, თუ საზოგადოებაში არსებული კონფლიქტებისა და მასში მიმდინარე ცვლილებების გამო საზოგადოებაში მოიმატებს სტრუქტურული არასტაბილურობის ხარისხი.

კომენტარები: