ორგანიზაციაd

Desert News

”დეზერეტ ნიუსი” ფართოფორმატიანი გაზეთია, რომელიც , იუტაში, შეერთებულ შტატებში გამოიცემა. ეს შტატებში ყველაზე ძველი ყოველდღიური გაზეთია, რომელიც დაფუძნების დღიდან უწყვეტად გამოიცემა.

გაზეთის მფლობელი ”დეზერეტ ნიუს პაბლიშინგ კომპანია” (Deseret News Publishing Company), რომელიც ”დეზერეტ მენეჯმენტ კორპორეიშენის” (Deseret Management Corporation) შვილობილი კომპანიაა. ეს უკანასკნელი თავის მხრივ The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, ანუ „იესო ქრისტეს უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიას“ ეკუთვნის. ეს ეკლესია მორმონთა მოძრაობის ყველაზე მსხვილ ფრთას წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის ოფისიც სოლტ-ლეიკ-სიტიში მდებარეობს.

გაზეთის პირველი, 8-გვერდიანი ნომერი 1850 წლის 15 ივნისს გამოიცა. იგი მოიცავდა სარეკლამო გვერდს, ახალ ამბებს შეერთებული შტატების კონგრესიდან და რეპორტაჟს 1849 წელს სან-ფრანცისკოში შობის წინა ღამეს მომხდარ ხანძარზე - მოვლენაზე, რომელიც ნომრის გამოსვლამდე 6 თვით ადრე მოხდა. გამომცემლებს მიაჩნდათ, რომ გაზეთი შტატის ინტერესების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, მისი დევიზი ასე ჟღერდა - ”სიმართლე და თავისუფლება!”

”დეზერეტ ნიუსი” აგრეთვე ტაბლოიდის ფორმატის ყოველკვირეულ დამატებებს გამოსცემს, სათაურით - ”ჩარჩ ნიუსი” (Church News) და ”მორმონ ტაიმსი” (Mormon Times).

ითვლება, რომ ”დეზერეტ ნიუსს” კონსერვატიული შეფერილობა აქვს და ის ხშირად მისი მფლობელი ეკლესიის პოზიციას გამოხატავს. მაგალითად, გაზეთი უარს ამბობს ისეთ რეკლამაზე, რომელიც არ შეესაბამება მორმონთა საეკლესიო სტანდარტებს.

მოქმედებს გაზეთის ციფრული ვერსიაც. დარეგისტრირების შემთხვევაში, მკითხველს კომენტარის დატოვებაც შეუძლია.

”დეზერეტ ნიუსის” ტირაჟი სამუშაო დღეებში 91,639, ხოლო კვირას - 176,096 ერთეულს შეადგენს. კვირაობით მისი ტირაჟი უფრო მაღალია, ვიდრე მთავარი კონკურენტის, The Salt Lake Tribune-ისა, თუმცა სამუშაო დღეებში ეს უკანასკნელი ტირაჟით ”დეზერეტ ნიუსს” უსწრებს.

deseretnews.com

 

კომენტარები: