ლექსიკონიd

deus ex machina

(ლათ. „ღმერთი მანქანიდან“ - ანტიკურ თეატრში მანქანის დახმარებით სცენაზე ღმერთი ჩნდებოდა, რომელიც პიესის ბედნიერ დასასრულს უზრუნველყოფდა)

  1. კეთილი ჯადოქარი; 
  2. მოულოდნელი ხსნა, შველა; ბედნიერი დასასრული, ბოლო

 

For the United States, viewed as the deus ex machina in the Color Revolutions and as the dictators’ patron in North Africa, the challenge will be to find a way to become part of this process and to become relevant to political development in post-Mubarak Egypt and post-Ben Ali Tunisia - შეერთებული შტატების წინაშე, რომელიც ფერადი რევოლუციების კეთილ ჯადოქრად და ჩრდილოეთ აფრიკის დიქტატორების ბატონად აღიქმება, შემდეგი ამოცანა დგას: მან ამ პროცესში ჩართვის გზა უნდა გამონახოს და ეგვიპტისა და ტუნისისთვის ამ ახალ ეპოქაში მათი პოლიტიკური განვითარების მონაწილე უნდა გახდეს [Eurasianet.org, Lincoln MitchellNorth Africa through the Lens of the Color Revolutions“]

კომენტარები: