ორგანიზაციაd

Die Presse

„პრესე“ (გერმ. – „პრესა“) - ყოველდღიური ავსტრიული გაზეთია, რომელიც 1946 წელს მეორე მსოფლიო ომის წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლმა, ერნსტ მოლდენმა დააარსა. გაზეთი, ძირითადად, მთელი მსოფლიოს ახალ ამბებს მიმოიხილავს. საერთაშორისო მედიასაშუალებები ხშირად ციტირებენ Die Presse-ს მასალებს. გამოცემას საშუალოდ 350 000 მკითხველი ჰყავს და ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთებში ის ლიდერია. 2009 წლის 15 მარტიდან გამოდიოდა დამატება - ყოველკვირეული გაზეთი ‘’Die Presse am Sonntag’’ („კვირის პრესა“). გაზეთის სათაო ოფისი ვენაშია.

„პრესე“ დიდი ხნის განმავლობაში ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, სანამ 1960-იან წლებში ავსტრიის სავაჭრო პალატამ გაზეთის აქციების უმრავლესობა არ შეიძინა. 1999 წლიდან გამოცემის მფლობელი კათოლიკური ეკლესიის მიერ დაფუძნებული კონსერვატიულ-ლიბერალური მედიაჯგუფი Styria Medien AG-ია.

„პრესეს“ პოლიტიკური იდეოლოგია კლასიკურ-ლიბერალურია. ის მხარს თავისუფალ ბაზარსა და უფლებებშეზღუდულ მთავრობას უჭერს; ტრადიციულად ეწინააღმდეგება დიდ კოალიციებსა და ნეოკორპორატიულ ტენდენციებს.

2009 წელს ცნობილი გახდა, რომ გაზეთის სტაჟიანი რედაქტორი ოტო შულმაისტერი 1960-დან 1970 წლამდე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისთვის (CIA) მუშაობდა. დღესდღეობით გაზეთის მთავარი რედაქტორი მაიკლ ფლაიშჰაკერია.

diepresse.com

კომენტარები: