ორგანიზაციაd

Die Welt

„ველტი“ (გერმ. – „სამყარო“, „მსოფლიო“) - გავლენიანი გერმანული ყოველდღიური გაზეთი, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული გამომცემლობა და მედიააქციონერი Axel Springer AG-ი გამოსცემს. 1946 წელს ჰამბურგში ბრიტანეთის ოკუპაციურმა ძალებმა ის The Times-ის ტიპის სოლიდური გამოცემის შექმნის მიზნით დააფუძნეს. პირველი ნომერი 1946 წლის 2 აპრილს გამოიცა.

თანამედროვე Die Welt-ი თავის სარედაქციო პოზიციას აღწერს, როგორც „ლიბერალურ-კოსმოპოლიტურს“, თუმცა ზოგადად მას „კონსერვატიულ“ გაზეთად მიიჩნევენ. გაზეთი პოპულარულია გერმანიის ბიზნესელიტის წარმომადგენლებში. მასში ბევრ ანალიტიკურ პუბლიკაციას შეხვდებით.

გაზეთის სათაო ოფისი ბერლინშია. საშუალოდ მისი ტირაჟი 200 000 ეგზემპლიარზე მეტია. გაზეთი ხელმისაწვდომია 130 ქვეყანაში და მას ყოველდღიური რეგიონალური გამოცემებიც აქვს.

Die Welt-ის მთავარი კონკურენტები არიან გერმანული Frankfurter Allgemeine Zeitung-ი, Süddeutsche Zeitung-ი და Frankfurter Rundschau-ი. გაზეთი European Dailies Alliance (EDA)-ის თანადამფუძნებელია და თანამშრომლობს სხვა ქვეყნების მსგავს გამოცემებთან, მათ შორის ბრიტანულ Daily Telegraph-თან, ფრანგულ Le Figaro-სა და ესპანურ ABC-სთან. Die Welt აქვეყნებს გაზეთის კომპაქტურ ვერსიას - Welt Kompakt-ს, რომელიც ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი. გაზეთს აქვს საკვირაო გამოცემა Welt am Sonntag. 2010 წლის ბოლოს გაზეთმა დიზაინი განაახლა. ოთხ სხვა გამოცემასთან ერთად Welt am Sonntag მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის მქონე ერთ-ერთ გაზეთად არის აღიარებული.

welt.de  

კომენტარები: