ორგანიზაციაd

Die Zeit

„ცაიტი“ (გერმ. – „დრო“) გერმანული ნაციონალური ყოველკვირეული, მაღალი პროფესიონალიზმით განთქმული გაზეთია. გერმანიის მასშტაბით ის ყველაზე კითხვადი გამოცემაა.

გაზეთის პოლიტიკური ხედვა ცენტრისტულ-ლიბერალურია. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ის მემარცხენე ან მემარჯვენე პოზიციას იცავდა. „ცაიტი“ ხშირად აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ლექციების დოსიეებს, ესეებს და ნარკვევებს აქვეყნებს. გაზეთი ცნობილია თავისი განიერი ფორმით, ასევე - გრძელი და დეტალური სტატიებით.

პირველად „ცაიტი“ 1946 წლის 21 თებერვალს დაიბეჭდა. დამფუძნებელი გამომცემლები იყვნენ: გერდ ბუცერიუსი, ლოვის ლორენცი, რიჩარდ ტუნგელი და ედუარდ შმიდტ დი სიმონი. კიდევ ერთი დამფუძნებელი, მარიონ გრაფინი, გაზეთს 1946 წელს შეუერთდა და 1972 წლიდან გარდაცვალებამდე (2002 წლამდე) ის ამავდროულად მისი გამომცემელიც გახდა.

„ცაიტის“ ტირაჟი დაახლოებით 488,036 ეგზემპლიარია. გაზეთს საშუალოდ ორი მილიონი მკითხველი ჰყავს. მისი გამომცემელია საგამომცემლო სახლი Zeitverlag Gerd Bucerius-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მედიაჰოლდინგს, Georg von Holzbrik-ს ეკუთვნის. გაზეთის მთავარი ოფისი ჰამბურგში მდებარეობს. მისი მთავარი რედაქტორია ჯოვანი დი ლორენცო.

zeit.de

კომენტარები: