თეზაურუსიd

Documentary

კომუნიკაციის დოკუმენტური საშუალებები. ეს ტერმინი აერთიანებს კომუნიკაციის იმ ყველა საშუალებას, რომლებიც აუდიტორიისადმი მიმართვისას დოკუმენტურად აღნუსხავენ და აღწერენ მოვლენას თუ სიტუაციას: წიგნი, რადიო, ფილმი, ფოტოგრაფია, ტელევიზია და ასე შემდეგ. კომუნიაკციის დოკუმენტური საშუალებები გამოიყენება სოციალური რეალობის ობიექტურად წარმოჩენის ან პროპაგანდის მიზნით. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ცნობილ ბრიტანელ რეჟისორს, პროდიუსერსა და თეორეტიკოსს ჯონ გრიერსონს (1898–1972). დღეს დოკუმენტური რადიოსა და ტელევიზიის აღიარებულ ლიდერად BBC-ის მიიჩნევენ.

კომენტარები: