თეზაურუსიd

Domain

დომენი. ინტერნეტში ჩართული ერთი ან მეტი კომპიუტერი, რომლებსაც სპეციფიკური მისამართი და IP აქვს. კომპიუტერები, რომლებიც მიბმულნი არიან, მაგალითად, ჟურნალ The Economist-თან, იმყოფებიან დომენურ ქსელში economist.com. დომენებსა და მათ სახელებს იერარქიულად დომენური სახელების სისტემა (Domain Name System - DNS) აწყობს. ამ იერარქიის სათავეში უმაღლესი დონის დომენებია (Top-level Domain - TLDS) განთავსებული, რომლებიც ინტერნეტმისამართების ბოლოშია მითითებული,მაგალითად: .com, .net, .ru, .uk, .ge, .nl და სხვა. დომენის წინ სპეციფიკური ინსტიტუციის დასახელება ან აბრევიატურაა,ხოლო ინტერნეტმისამართი "მსოფლიო აბლაბუდის" (World Wide Web) საწყისი ასოებით, აკრონიმით იწყება: www. ინტერნეტმისამართის მაგალითია: www.ecomonist.com; www.youtube.com, www.NYTimes.com და სხვა.

კომენტარები: