თეზაურუსიd

Dominant, subordinate, radical

დომინანტური, დაქვემდებარებული, რადიკალური. აუდიტორიის მხრიდან მედიური შეტყობინების მიღების, წაკითხვის და აღქმის კატეგორიები. კლასიფიკაცია ეკუთვნის ფრენკ პარკინს (Frank Parkin in Class, Inequality and Political Order; UK: Paladin, 1972). უკუკავშირის დომინანტურ სისტემა აღნიშნავს რესპონდენტების მიერ დომინანტური ღირებულებებისა და არსებული სოზაგადოების სრულად, უკრიტიკოდ მიღებას; დაქვემდებარებული სისტემა გულისხმობს, რომ რესპონდენტისთვის ზოგადად მისაღებია დომინანტური ღირებულებები და არსებული სოციალური სტრუქტურები, თუმცა იგი მზად არის, ამტკიცოს, რომ საზოგადოების სტრუქტურაში არსებული ცალკეული ჯგუფები დისკრიმინაციულად ან სტერეოტიპულად არის წარმოდგენილი მედიურ შეტყობინებებში. უკუკავშირის რადიკალური სისტემა გამოხატავს დომინანტური დისკურსის სრულ მიუღებლობას.

კომენტარები: