ორგანიზაციაd

Duke University [Duke]

დიუკის უნივერსიტეტი - კერძო კვლევითი უნივერსიტეტი, მდებარეობს ქალაქ დარემში (აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა). ის აშშ-ს 9 საუკეთესო ნაციონალურ და მსოფლიოს 14 საუკეთესო უნივერსიტეტთა რიცხვში შედის. მისი სამედიცინო, ბიზნეს- და იურიდიული სკოლები აშშ-ს 12 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

Duke University 1838 წელს მეთოდისტების და კვაკერების ჯგუფმა კერძო სკოლის - Brown's Schoolhouse-ის სახით დაარსა რენდოლფის ოლქში, იქ, სადაც დღეს ქალაქი ტრინიტი მდებარეობს. 1892 წელს უკვე Trinity College-ის სახელით ცნობილი სკოლა დარემში გადავიდა ცნობილი მეცენატებისა და საპატივცემულო მეთოდისტების, ვაშინგტონ დიუკისა და ჯულიან კარის შემოწირულობების წყალობით. 1924 წელს თამბაქოს მწარმოებლის, ჯეიმს დიუკის ძალისხმევით უნივერსიტეტს მისი გარდაცვლილი მამის - ვაშინგტონ დიუკის სახელი ეწოდა.

უნივერსიტეტში სტუდენტები და ასპირანტები მსოფლიოს ასამდე სხვადასხვა ქვეყნიდან სწავლობენ; მათ შორისაა: დაახლოებით 6 300 ბაკალავრი, 7 000-ზე მეტი სხვადასხვა სპეციალობის მაგისტრი და ასპირანტი. სწავლება მსოფლიოს 25 ენაზე მიმდინარეობს.

ამ უნივერსიტეტის სწავლების ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი დისციპლინათაშორისი პროგრამებია: კვლევით პროექტებში სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები, ასპირანტები და სტუდენტები ერთად მუშაობენ. უნივერსიტეტი ცნობილია სპორტული წარმატებებითაც.

უნივერსიტეტს მართავს აღმასრულებელი კომიტეტის აკადემიური საბჭო. მას ასევე მეურვეთა საბჭოც ჰყავს.

სტუდენტურ ქალაქში 220 შენობაა (35 კვ. კილომეტრი მიწის ნაკვეთზე). უნივერსიტეტს აქვს დასავლეთის, აღმოსავლეთისა და ცენტრალური კორპუსები, ასევე, ცნობილი სამედიცინო ცენტრი. უნივერსიტეტის საზღვაო ლაბორატორია ბიუფორტში მდებარეობს. ყველგან ცნობილია უნივერსიტეტუს გოთიკური ტაძარი, ხელოვნების მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ბოტანიკური ბაღი და სხვა ღირშესანიშნაობები.

duke.edu

კომენტარები: